ბერიშვილი ივანე ალექსის ძე (1893)
- დაბადების თარიღი: 1893 წ.
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: ვაჭარი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აჭარის სამხედრო კომისარიატის მობ. ნაწილის უფროსი; სამხედრო წოდება არა აქვს.
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი არალეგალური კ/რ ტროცკისტული, ტერორისტული, ჯაშუშური, მავნებლური, ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა შეიარაღების გზით გამოეყო საქართველო სსრკ-დან და ამით შეექმნა დამოუკიდებელი ბურჟუაზიულ- დემოკრატიული რესპუბლიკა. მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში მსახურობის დროს თავი გამოიჩინა როგორც პოლიტიკურად არასაიმედო ელემენტმა, კავშირი ჰქონდა ყოფილ ოფიცრებთან და ეწეოდა ა/ს აგიტაციას. ასევე ბრალად ედება უცხოეთის სახელმწიფოს ჯაშუშობაში. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
(83, 84, 85, 87) სადგურის ბუფეტის მოიჯარის შვილი. წარსულში მეფისა და მენშევიკთა არმიის ოფიცერი, წიდება - პოდპორუდჩიკი. 1921 წლიდან 1931 წლამდე იყო მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში.