ბურაკოვი ალექსანდრე პეტრეს ძე (1906)
- დაბადების თარიღი: 1906 წ.
- დაბადების ადგილი: რუსეთი, ქ. ტამბოვი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: გორის რაიონის აღმასკომის მიწათმოქმედების განყოფილების გამგე
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1928 წლიდან; გარიცხულია კ/რ საქმიანობისათვის.
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის აქტიური წევრი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა არალეგალურ თათბირებში და პირადად იბირებდა ახალ წევრებს მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციაში. კ/რ ორგანიზაციის დავალებით ატარებდა მავნებლურ ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის მოსაშლელად, ქმნიდა უკმაყოფილებას კოლმეურნეთა რიგებში მათი საბჭოთა ხელისუფლებაზე განაწყენების მიზნით. იყო წევრი ტერორისტული ჯგუფისა, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ტერორისტული აქტი საქართველოს სსრ კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივანზე ამხ. ბერიას წინააღმდეგ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: იასამანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან