კურულოვი გიორგი დავითის ძე (1893)
- დაბადების თარიღი: 1893 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, თერჯოლა, სოფ. ჩხარი,
- ეროვნება: სომეხი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს სსრ ადგილობრივი მრეწველობის სახკომი, ადრე - საქ. სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და საქ. სსრ კპ(ბ) ცკ-ს მეორე მდივანი.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1909 წლიდან
- დაპატიმრების თარიღი: 03/25/1937 წ.
- ბრალად ედება: წინასწარი გამოძიებისას კურულოვმა მისცა ჩვენება, რომ სამსახურში თავისი ხელქვეითების - საქართველოს მრეწველობაში კ/რ ორგანიზაციის წევრების მეშვეობით, ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას და 1935 წელს, მოსკოვში მივლინებაში ყოფნისას, ბესარიონ ჭიჭინაძემ გადაიბირა სამუშაოდ გერმანული დაზვერვის სასარგებლოდ. ამას გარდა იგი არის ქართული ნაციონალისტური ცენტრის კ/რ ორგანიზაციის წევრი. ჩამოთვალა მისი წევრები ბუდუ მდივნის ხელმძღვანელობით. დაასახელა ბესარიონ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე, პეტრე აღნიაშვილი და საკუთარი თავი.
- გამსამართლებელი ორგანო: საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სპეც. სესია, მონაწილეობდნენ: ისაკაძე, ტატუზოვი, ჩხეტიანი, ჯაფარიძე
- მუხლი: 58-1-ა, 58-6, 58-8, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
საქმე გადაიხედა გ. დ. კურულოვის ქალიშვილის, მ.გ. კურულიშვილის საჩივრის საფუძველზე. რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1957 წლის 29 აგვისტოს დაადგინა: საქ. სსრ უზენაესი სასამართლოს სპეცკოლეგიის 1937 წლის 9 ივლისის განაჩენი გ. დ. კურულოვის მიმართ გაუქმდეს და საქმე შეწყდეს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.