ლეჟავა იოსებ გიორგის ძე (1897)

  • დაბადების თარიღი: 1897 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - "საქართველოს კვების მშენებლობის" ავჭალის კანტორის მშენებლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ იყო კ/რ დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაცია "საქართველოს ჩაის" აქტიური მონაწილე. ხელმძღვანელობდა და პირადად ეწეოდა ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას ჩაის ფაბრიკების მშენებლობისა და რეკუნსტრუქციის სფეროში. ეწეოდა ახალი წევრების გადაბირებას კ/რ მავნებლურ ორგანიზაციაში. ბრალდებულმა ლეჟავამ თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ. მხილებულია მოწმეების პ.მ. პნერის (?) ნ.ი. სულუხიას, ს.გ. პოპოვას ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: ლაპინი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მედუქნის შვილი