მარგალიტაძე შალვა ანტონის ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: ოზურგეთის (მახარაძე) რაიონი, სოფ. ჩიბათი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სპეციალობით ეკონომისტი; დაპატიმრებამდე - საქ.სსრ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებულ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის მატერიალური ბალანსის სექტორის ხელმძღვანელი
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, კარგანოვის ქ. N 8, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი
- დაპატიმრების თარიღი: 06/02/1936 წ.
- ბრალად ედება: რომ 1927 წლის შემდგომ, დაპატიმრებამდე 1936 წელს, აქტიურ ტროცკისტულ საქმიანობას ეწეოდა. იყო ანტისაბჭოთა ზინოვიევურ-ტროცკისტული დივერსიულ-ტერორისტული ორგანიზაციის წევრი. 1935 წლიდან დაკავშირებული იყო აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელ ბუდუ მდივანთან, რომლის დავალებითაც, კასპის ცემენტის ქარხნის ყოფილ დირექტორ ა.კაკაბაძესთან ერთად ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ქარხანაში. ხელმძღვანელობდა საბრძოლო ტერორისტულ დაჯგუფებას, რომელიც ამზადებდა ტერორისტულ აქტებს სკკპ (ბ) და საბჭოთა ხელისუფლების მეთაურთა წინააღმდეგ.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: თვალჭრელიძე, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
რეაბილიტაცია: მოხსნილია აღრიცხვიდან სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო