მოწყობილი ოსმან ხულუს ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, აჭარა, ქობულეთი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი (აჭარელი)
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - აჭარის შიდა ვაჭრობის სახალხო კომისარი
- პარტიულობა: საქართველოს კპ(ბ) წევრი 1923 წლიდან 1926 წლამდე.
- ბრალად ედება: რომ 1934 წლიდან დაპატიმრებამდე იყო კ/რ ჯაშუშ-მეამბოხეთა ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და საბჭოთა კავშირიდან აჭარის გამოყოფას. ქობულეთის რაიონში ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა მეამბოხეთა ორგანიზაციას, მიიღო დავალება, მოეწყო შეიარაღებული აჯანყება ქობულეთის რაიონში, ეწეოდა ხალხის გადაბირებას კ/რ ორგანიზაციაში. ასევე ეწეოდა ძირგამომთხრელ, მავნებლურ საქმიანობას ქობულეთის რაიონის კოლმეურნეობაში და შიდა ვაჭრობის სახალხო კომისარიატში. ჩამოაყალიბა ტერორისტული ჯგუფი პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. თავი დამნაშავედ ცნო.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მინინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ა, 58-2, 58-8, 58-9, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან