სილაგაძე მაკარ იაკობის ძე (1907)
- დაბადების თარიღი: 1907 წ.
- დაბადების ადგილი: სენაკი (ცხაკაია), საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: ალკკ წევრი 1923 წლიდან. გაირიცხა 1937 წ., როგორც კ/რევოლუციონერი.
- ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი კ/რ, ჯაშუშურ-ტერორისტული, მავნებლური, მემარჯვენე ორგანიზაციის, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას. კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა 1936 წ. აწ გასამართლებულმა ხალხის მტერმა კ. შ. ორაგველიძემ, რომელიც ხელმძღვანელობდა კ/რ ორგანიზაციას სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაკავებამდე რჩებოდა კ/რ ორგანიზაციის აქტიურ წევრად და დაკავშირებული იყო ორგანიზაციის რიგ წევრებთან.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან