ქორქია ვარადებულ სევასტის ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- სახელის ვერსიები: ქორქია ალექსანდრე სევასტის ძე
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ქ. ცხაკაიას (სენაკის) დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი
- ბრალად ედება: რომ ქორქია 1937 წელს გადაიბირა და ჩაითრია არალეგალურ კ/რ ნაციონალისტურ დივერსიულ-მავნებლურ მეამბოხე სოციალ ფედერალისტურ ორგანიზაციაში მისმა ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა მიხეილ ღვამიჩავამ. ქორქია აქტიურ მონაწილეობას იღებდა კ/რ საქმიანობაში და შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში. მხილებულია მიხეილ ღვამიჩავას ჩვენებებში. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მომხსენებელი: ხეჩუმოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან