ჩერნიავსკი ანდრო გაბრიელის ძე (1867)

  • დაბადების თარიღი: 1867 წ.
  • დაბადების ადგილი: თბილისი, მახარაძის ქ. #16
  • ეროვნება: რუსი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - თბილისის მუსიკალური სტუდიის მოლარე

  • ბრალად ედება: რომ 1922 წ. იყო კ/რ ჯაშუშური ორგანიზაციის აქტიური წევრი, ჯაშუშობდა ერთ-ერთი უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ. 1922 წლიდან მჭიდრო კავშირი ჰქონდა უცხოური დაზვერვის ცნობილ აგენტ ისაი ბენიამინის ძე სიმონოვსკისთან, რომელიც 1930 წ. გადასახლებული იყო სსსრ-ის ფარგლებიდან და რომელმაც ა.გ. ჩერნიავსკი გადაიბირა ჯაშუშური საქმიანობისთვის. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია კ/რ ტროცკისტული დივერსიულ-მავნებლური ჯაშუშური ორგანიზაციის წევრის, ვ.ა. ჭიჭინაძის მიერ მიცემულ ჩვენების საფუძველზე.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ოსიპოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ა, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

თბილისის, მინსკის, ვიატკის, ეკატერინოსლავის გუბერნიების ყოფილი გუბერნატორი რევოლუციამდე და კიევის გუბერნატორი რევოლუციის შემდეგ, თეთრების დროს.