აბესაძე ბიკენტი კონსტანტინეს ძე (1895)

  • დაბადების თარიღი: 1895 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ტყიბული, სოფ. მუხურა
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრების მომენტისთვის მუშაობდა „ფერომარგანეცის“ ქარხანაში

  • ბრალად ედება: იყო აქტიური წევრი კ/რ ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური და ჯაშუშური ორგანიზაციისა, რომელშიც 1935 წელს გადაიბირა აწ უკვე გასამართლებულმა კონტრრევოლუციონერმა, ვასილ ივანეს ძე მზარეულაშვილმა, რომლის დავალებითაც ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას ქალაქ ზესტაფონში ფერომარგანეცის ქარხნის მშენებლობასა და ექსპლუატაციისას.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: რუსკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან