ადეიანი პეტრიკ მარკარის ძე (1903)

  • დაბადების თარიღი: 1903 წ.
  • სახელის ვერსიები: ადეიანი პეტროს მარკარის ძე
  • დაბადების ადგილი: თურქეთი
  • ეროვნება: სომეხი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - თბილისის სამხედრო სასწავლებლის სამხედრო-პოლიტიკური განყოფილების სასწავლო ნაწილის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელი -პედაგოგი; წოდება - პოლიტხელმძღვანელი.
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1925 წლიდან; გაირიცხა დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1) იყო კ/რ სამხედრო ტროცკისტული დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 1934 წლის 1 დეკემბერს განახორციელა ამხ. ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და შემდგომში ამზადებდა ტერაქტებს საბჭოთა ხელისუფლებისა და პარტიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. 2) 1936 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო კ/რ ტროცკისტული, ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრი თბილისის სამხედრო სასწავლებელში. 3) სასწავლებელში ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას, ამუშავებდა ცალკეულ სამხედრო მოსამსახურეებს კ/რ ორგანიზაციისათვის. 4) არის ტერ-დავთიანის მიერ თბილისის სამხედრო სასწავლებელში შექმნილი კ/რ ტერორისტული ჯგუფის წევრი. მიიღო წინადადება საქართველოს კპ(ბ) ცკ-ს მდივანის, ლ. პ. ბერიას წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობის თაობაზე.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1938 წ., მომხსენებელი: ლიფშიცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1 "ბ", 58-8

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან