ანანიაშვილი ლევან მიხეილის ძე (1908)

  • დაბადების თარიღი: 1908 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ინჟინერ-მექანიკოსი; დაპატიმრებამდე მუშაობდა საქჩარჩოში.
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ თბილისი
  • პარტიულობა: ალკკ ყოფილი წევრი

  • ბრალად ედება: რომ 1935 წ. ივლისში კ/რ ტროცკისტულ-დივერსიულ-მავნებლურ ორგანიზაციაში გადაიბირა აწ უკვე გასამართლებულმა კონტრრევოლუციონერმა კასპის ცემენტის ქარხნის ყოფილმა დირექტორმა ალექსანდრე სპირიდონის ძე ქებაძემ. მისი დავალებით ეწეოდა დივერსიულ-მავნებლურ საქმიანობას ქარხნის მექანიკურ დანადგარებზე. იყო ზემოხსენებული ორგანიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელი მასთან დაკავშირებულ წევრებთან ერთად, რომელთა მეშვეობითაც აწყობდა დივერსიულ აქტებს და მწყობრიდან გამოჰყავდა ქარხნის დანადგარები.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: რუსკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-9, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან