ანდრეევი კონსტანტინე სიმონის ძე (1890)

  • დაბადების თარიღი: 1890 წ.
  • დაბადების ადგილი: რუსეთი, ქ. მოსკოვი
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
  • განათლება: არასრული უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - მესამოცე მსროლელ კავალერისტთა პოლკის ხელმძღვანელი, წოდება - მაიორი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1919 წლიდან. პარტიიდან გარიცხეს 1937 წლის მაისში ფარული ტროცკისტული წარსულის გამო. მეფის არმიის ყოფილი ოფიცერი ვიცეპოლკოვნიკის წოდება. ორ თვეს მსახურობდა პეტლიურას საზღვრის დაცვაში.

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი ტროცკისტული სამხედრო-დივერსიული ორგანიზაციისა, რომელმაც 1/12/1934 წელს განახორციელა ს.მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და ამზადებდა ტერაქტებს სკპ(ბ) ხელმძღვანელთა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. 1929 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო კონტრრევოლუციური „მუშათა ორგანიზაციის“ აქტიური მონაწილე, ხოლო 1936 წლიდან - წევრი კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაციისა, რომელიც ამზადებდა სამხედრო გადატრიალებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 3. ეწეოდა მთელი რიგი პირების კონტრრევოლუციურ დამუშავებას, რომელთაგან ბევრი ჩართო კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლიფშიცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან