ანდღულაძე ამბროსი ნოეს ძე (1900)

  • დაბადების თარიღი: 1900 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ჩოხატაური, სოფ. კოხნარი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს გასაბჭოებამდე 6 თვის განმავლობაში მსახურობდა მენშევიკურ არმიაში რიგითად. 1921 წლიდან დაპატიმრებამდე - მუშათა და გლეხთა წითელი არმიის გორის სამხედრო კომისარი, წოდება - მე-3 რანგის ინტენდანტი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი1921 წლიდან. პარტიიდან გარიცხეს აღნიშნული საქმის გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1930 წელს გახდა წევრი არალეგალური სამხედრო კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას, საქართველოს გამოყოფას საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიდან და ე.წ. „დამოუკიდებელი“ ბურჟუაზიული „დემოკრატიული“ საქართველოს შექმნას ერთ-ერთი ფაშისტური სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ. როგორც ამ კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი, ეწეოდა მავნებლობას პარტიის პოლიტიკურ მუშაობაში, ავრცელებდა კონტრრევოლუციურ, ტროცკისტულ შეხედულებებს და იბირებდა ახალ წევრებს კონტრრრევოლუციურ ტროცკისტულ ორგანიზაციაში.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ა, 58-8, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან