არეფიევა მარია ფეოდორის ასული (1900)

  • დაბადების თარიღი: 1900 წ.
  • დაბადების ადგილი: რუსეთი, კალინინის ოლქი, სოფ. ტერეშკინო
  • ოჯახური მდგომარეობა: გათხოვილი
  • ეროვნება: კარელიელი
  • სოციალური წარმომავლობა: მუშის ოჯახიდან
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - სუბტროპიკული ინსტიტუტის სტუდენტი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ,ქ. სოხუმი
  • პარტიულობა: საკავშირო კომუნისტური პარტია(ბ) წევრი 1919 წლიდან; გარიცხულია დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1) იყო საბჭოთა ხელისუფლებისა და პარტიის პოლიტიკის მიმართ კ/რ განწყობილი, 1935 წელს გახდა სუბტროპიკული ინსტიტუტის ტერორისტულ- ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა შალვა ოდილავაძე. 2) იყო ტერორისტთა თათბირის მონაწილე, სადაც მუშავდებოდა ხალხის ბელადის, ამხ. სტალინის წინააღმდეგ ტერაქტის განხორცილების გეგმა.3) როგორც ტერორისტულ- ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა ხალხის ბელადის, ამხ. სტალინის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადებაში.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
  • მუხლი: 58-8, 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან