არჩვაძე ნესტორ პავლეს ძე (1892)

  • დაბადების თარიღი: 1892 წ.
  • დაბადების ადგილი: ქუთაისის რაიონი, სოფ. ჟაშკოში, საქართველო
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: წულუკიძის აბრეშუმის ფაბრიკის დირექტორი
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ.თბილისი, საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: წარსულში - ტროცკისტი; სკკპ(ბ) წევრი. სკკპ(ბ)-დან გარიცხეს ხუთჯერ კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის. უკანასკნელად გარიცხეს 1937 წელს.

  • დაპატიმრების თარიღი: 06/29/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ ეწეოდა მავნებლურ და არალეგალურ ტროცკისტულ საქმიანობას აბრეშუმის ქარხანაში. 1926 წლიდან შეუერთდა კონტრრევოლუციურ ტროცკიზმს. 1928 წელს არჩვაძემ დაწერა განცხადება კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული ორგანიზაციიდან წასვლის შესახებ, თუმცა იგი მაქსიმალურად ატარებდა მავნებლურ-ძირგამომთხრელ საქმიანობას მრეწველობის ხაზით. მავნებლური საქმიანობით დაკავშირებული იყო საქართველოს მეაბრეშუმეობის ტრესტის მმართველ კონტრრევოლუციონერ ტროცკისტ მანჯგალაძესთან, რომლის დავალებითაც ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას და ფაბრიკას მიადგა ძალიან დიდი ზარალი. შეგნებულად ქმნიდა მუშათა შორის უკმაყოფილებას, ავიწროებდა სტახანოველებს და ქარხანა მიყვანილი იყო არარენტაბელურ მდგომარეობამდე. არჩვაძე ასევე ეწეოდა აგიტაციას სტახანოვური მოძრაობის წინააღმდეგ, ფლანგავდა სახელმწიფო ქონებას.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ობგაიძე, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

გამოცხადებულია გარდაცვლილად 14/03-1941 წელს გულის ათეროსკლეროზისგან. სიკვდილი რეგისტრირებულია ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ.