აფხაძე პარმენ მათეს ძე (1902)

  • დაბადების თარიღი: 1902 წ.
  • დაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი, შუხუთი, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სახალხო განათლების კომისარიატის თბილისის განყოფილების გამგე. პედაგოგი, ისტორიკოსი.
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ.თბილისი, ენგელსის ქ. #25, საქართველო
  • პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი; პარტიიდან გაირიცხა ხალხის მტრებთან კავშირის გამო.

  • დაპატიმრების თარიღი: 12/27/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი მემარჯვენეთა კ/რ დივერსიულ-ტერორისტული ორგანიზაციისა, რომელშიც იგი 1937 წელს გადაიბირა საქართველოს კომუნისტური პარტიის(ბ) თბილისის კომიტეტის სკოლების და მეცნიერების განყოფილების ყოფილმა გამგემ გაგუამ. იგი იყო ორგანიზაციის ყველა დადგენილების საქმის კურსში, გაგუასგან ჰქონდა სპეცდავალება მავნებლური საქმიანობის შესახებ სახალხო განათლების სფეროში. კ/რ ორგანიზაციაში იბირებდა ახალ წევრებს. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ნასიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-8, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ნათესავებს განუცხადეს, რომ იგი გარდაიცვალა 14.03.1938 წ. სიკვდილი რეგისტრირებულია ლანჩხუთის მმაჩის რაიონული ბიუროს მიერ. რეაბილიტაცია: 24.10.63 წ. სსრკ-ს უმაღლესი სასამართლოს დადგენილებით 31.12.1960 წ.: შინსახკომის ტრიბუნალის გადაწყვეტილება გაუქმდეს დანაშაულის შემოდგენლობის არარსებობის გამო.