ახსაროვი პაგო მუსას ძე (1908)

  • დაბადების თარიღი: 1908 წ.
  • დაბადების ადგილი: ჩრდილოეთ ოსეთი, პრავობერეჟნი რაიონი, სოფ. ზიავგი, რუსეთი,
  • ეროვნება: ოსი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში - 1932 წლიდან; დაპატიმრებამდე - მეათე სარკინიგზო პოლკის ოცეულის მეთაური; წოდება - ლეიტენანტი
  • პარტიულობა: ალკკ ყოფილი წევრი; პარტიის რიგებიდან გარიცხეს 1937 წელს,ოცეულის მუშაობის დაშლისა და კომუნისტური ახალგაზრდული კავშირის საქმიანობის ჩაშლის გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. 1936 წლიდან იყო წევრი კონტრრევოლუციური სამხედრო-მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას. 3. ეწეოდა მავნებლობას ოცეულის სამხედრო მომზადებაში. 4. ეწეოდა კონტრრევოლუციურ აგიტაციას, პარტიისა და საბჭოთა მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების წინააღმდეგ. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-10, 58-8, 58-11 58-7

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან