ბაქარაძე იაკიმე თაგუს ძე (1900)

  • დაბადების თარიღი: 1900 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ზუგდიდი სოფ. კორცხელი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელი არმიის პოლიტიკურ და ხელმძღვანელ თანამდებობებზე 1921 წლიდან. დაპატიმრებამდე - თბილისის სამხედრო სასწავლებლის დირექტორი; წოდება -პოლკოვნიკი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი,სკპ(ბ) წევრი 1924 წლიდან, პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ, 1930 წლიდან იყო წევრი, არალეგალური, სამხედრო კონტრრევოლუციური, ტროცკისტული, ჯაშუშური, მავნებლური, ტერორისტული, მემარჯვენე ორგანიზაციისა, რომლის მთავარი მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა, საქართველოს გამოყოფა საბჭოთა კავშირიდან და საქართველოს ე.წ. `დამოუკიდებელი~ ბურჟუაზიულ-დემოკრატიული სახელმწიფოს აღდგენა ერთ-ერთი ფაშისტური ქვეყნის პროტექტორატის ქვეშ. ეწეოდა აქტიურ ტროცკისტულ და მავნებლურ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერის შესასუსტებლად და იბირებდა ახალ წევრებს აღნიშნულ კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან