გაბლიანი ეგნატე გიორგის ძე

  • დაბადების თარიღი: 1883 წ.
  • დაბადების ადგილი: დაბა მესტია
  • სქესი: კაცი
  • ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სვანეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი
  • პარტიულობა: სოციალ-ფედერალისტი

  • აღკვეთის ღონისძიება: პირადი ქონების კონფესკაცია, ბრალი აღიარა
  • დაპატიმრების თარიღი: 1937 წ.
  • ბრალად ედება: არალეგალური ორგანიზაციის წევრობა
  • სხდომის თარიღი: 15 ოქტომბერი 1937 წ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომი, სხდომის თავჯდომარე რაფავა, წევრები- მაიორი წერეთელი, პროკურორი ტალახაძე, მდივანი ზ, განყ. უფროსი მოროზოვი
  • მუხლი: 58-11
  • სასჯელის ზომა: უმაღლესი

  • საარქივო საქმე: 37394, ყუთი 135, ოქმი 34, ტ.1 გვ 2
  • წყაროები: შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი -ფ 6
  • ნასამართლევი იყო 2-ჯერ , ორივე შემთხვევაში გაიქცა
  • საქმეში საუბარია, რომ ბრალი ედება მასზედ, რომ იყო კ/რ არალეგალური ორგანიზაციის წევრი. მეფის დროს იყო ბოქაული (ზედამხედველი) და მენშევიკი კომისარი (1907) წელს, მრისხანედ უსწორდებოდა რევოლუციონერებს, გადასცემდა მათ მეფის დაცვას , ცხოველურად ექცეოდა გაჭირვებულ გლეხებს, ცემდა მათ ფეხებით და მათრახით, იღებდა ქრთამს და ასამართლებდა გლეხებს პატარა დანაშაულის გამო.

საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პროვოცირებას უწევდა სვანებს, თამაშობდა მათ რელიგიუ გრძნობებზე და მოუწოდებდა შეიარაღებული გამოსვლისაკენ , რისი წყალობითაც 1921 წელს მოკლულ იქნა 113 წითელგვარდიელი, ხოლო 1922 წელს მეტყვიამფრქვეველთა აჯანყების ლიკვიდაციის შემდეგ იმალებოდა ტყეში.საიდანაც პროვოცირებას ახდენდა ხელმძღვანელებზე. 1924 წელს ხალხის მტრებთან ბიძინა პირველთან, ალექსანდრე წერეთელთან და დადეშქელიანთან ერთად დადო ფიცი, რომ იქნებოდა საბჭოთა ხელისუფლების ერთგული და არ გამოვიდოდნენ მთავრობის წინააღმდეგ, მეორედ მოახდინა შეიარაღებული აჯანყება მისთვის საძულველ საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. აგვისტოს ავანტურის შემეგ გაბლიანი გაიქცა ისევ ტყეში, შეეხო ამნისტია და ამის შემდეგ მუშაობდა რა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე თავის სამსახურში აიყვანახალხის მტრები : ჩანტლაძე შალიკო -ყოფ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შერვაშიძე ბედგო - ყოფილი თავადი, გეთია მიხეილი ყოფილი მეფისა და მენშევიკების ოფიცერი. მუშაობდა მათთან ერთად და მავნებლურ წინასწარ განზრახვით აგებდა სვანეთის გზას და აფერხებდა მის მშენებლობას. ანიავებდა სახელმწიფო ქონებას . მხილებულ იქნა ქურასბედიანისა და ნავერიანის მიერ.