გასვიანი ლიდია ილარიონის ასული (1902)

45509 gasviani lidia larionis asuli 1.jpg
  • დაბადების თარიღი: 1902 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ფოთი
  • სქესი: ქალი
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე -საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობის დირექტორის მოადგილე
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, ენგელსის ქ.#29
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი1918 წლიდან პარტიიდან გაირიცხა 1927წ. კ/რ ტროცკისტულ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის. აღადგინეს 1929 წ.

  • ბრალად ედება: 1) იყო კ/რ ტროცკისტული ტერორისტული და დივერსიული ორგანიზაციის მონაწილე, რომელმაც 1934 წლის 1 დეკემბერს განახორციელა ამხ. კიროვის საზარელი მკვლელობა და რომელიც ამზადებდა მომდევნო 1934-1937 წლებში ტერორისტულ აქტებს სკკპ(ბ) და საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ; 2) როგორც ამ კ/რ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის წევრი, ამხ. სტალინსა და ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით უშუალოდ ხელმძღვანელობდა ტერორისტული ჯგუფის ჩამოყალიბებას. ორგანიზაციის რიგ მონაწილეებს გადასცა საკავშირო ტროცკისტული ცენტრის დირექტივები ტერორისა და, აგრეთვე, სახალხო მეურნეობაში მავნებლობისა და დივერსიის მოწყობის შესახებ. 4) აღნიშნული ორგანიზაციის ცენტრის სხვა წევრებთან ერთად აქტიურად მუშაობდა საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფაზე, იცოდა კ/რ ცენტრის უფლებამოსილი პირების მოლაპარაკებების შესახებ საზღვარგარეთ მენშევიკთა ლიდერ ნოე ჟორდანიასთან საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამხობისა და კაპიტალიზმის რესტავრაციის შემდეგ ერთ-ერთი კაპიტალისტური სახელმწიფოს პროტექტორატის დამყარების შესახებ. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: ხაზანი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
  • მუხლი: 58-1-ა, 58-8, 58-9, 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია