გველესიანი ილია სამსონის ძე (1907)

  • დაბადების თარიღი: 1907 წ.
  • დაბადების ადგილი: ზესტაფონის (ჯუღელი) რ-ნი, სოფ. შროშა, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს კპ(ბ)-ს სამტრედიის რაიონული კომიტეტის კულტპროპის გამგე
  • პარტიულობა: კომკავშირის წევრი 1924 წლიდან. სკკპ(ბ) წევრი 1928 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა 1938 წელს დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ არალეგალური, ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, რომელშიც გადაიბირა ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ ა. ე.დელავერმა და ამ უკანასკნელის დავალებით ეწეოდა კ/რ ძირგამომთხრელ საქმიანობას. გველესიანი 1928 წელს მიემხრო ტროცკისტებს და იყო ტროცკისტული შეხედულებების მომხრე, რომ შეუძლებელია ერთ ქვეყანაში სოციალიზმის აშენება. თავი დამნაშავედ არ ცნო. მხილებულია ა.ე. დელავერისა და გელაშვილის ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კრიხელი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან