გიკი აბრაამ მოსეს ძე (1896)

  • დაბადების თარიღი: 1896 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი, საქართველო
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ებრაელი
  • განათლება: განათლებული
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - მომხმარებელთა კოოპერაციის სამხრეთ ოსეთის საოლქო კავშირის თავმჯდომარე
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1920 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ იყო სამხრეთ ოსეთის არალეგალური მემარჯვენე კ/რ ორგანიზაციის წევრი. გადაიბირა ამ კ/რ ორგანიზაციაში სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის ყოფილი მდივნის ტაუტიევმა 1936 წ. და მისი დავალებით ეწეოდა კ/რ ძირგამომთხრელ საქმიანობას სამხრეთ ოსეთის მომხმარებელთა საოლქო კავშირის სისტემაში. ამავდროულად ეწეოდა კ/რ ორგანიზაციაში ახალი პირების გადაბირებას. ხელოვნურად ქმნიდა პურის, ნავთის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების რიგებს.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: გაგუა, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან