გინდინი ისააკ გრიგორის ძე (1905)

  • დაბადების თარიღი: 1905 წ.
  • დაბადების ადგილი: ხატიმსკის რ-ნი, ხატიმსკი, ბელორუსია
  • ეროვნება: ებრაელი
  • სოციალური წარმომავლობა: ვაჭარი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ბათუმის ნავთობგადამამუშავებელიი ქარხნის #1 საამქროს ინჟინერი
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბათუმი, საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; პარტიის რიგებიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო.

  • დაპატიმრების თარიღი: 04/29/1938 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1936 წლის ივლისიდან შევიდა კ/რ ტროცკისტულ, ტერორისტულ ორგანიზაცაში ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ქარხნის #1 საამქროში. თავი დამნაშავედ ცნო იმაში, რომ ეწეოდა მავნებლურ, ძირგამომთხრელ საქმიანობას ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის #1 საამქროში, შლიდა ნავთობპროდუქტების გამომუშავების გეგმას და ქვეყანას აყენებდა მატერიალური ზარალს. არ აღიარა მონაწილეობა კ/რ ტროცკისტულ, ტერორისტულ ორგანიზაციაში, მაგრამ მხილებულია ბაგიროვისა და მოწმე ლასმანის ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კრუაშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-9, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან