გლავაცკი სიმონ თომას ძე (1886)

  • დაბადების თარიღი: 1886 წ.
  • დაბადების ადგილი: პოლონეთი, ლიუბლინის გუბერნია, სოფ.ზავალევო
  • ეროვნება: პოლონელი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: რაიონის ყოფილი ვეტექიმი
  • პარტიულობა: სკპ(ბ) წევრი 1924 წლიდან, პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: ახალციხის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის რაიონის მიწის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის კირმან ხალილოვის ჩვენებით, გლავიცკი იყო წევრი ანტისაბჭოთა ორგანიზაციისა, რომლის დავალებითაც მავნებლობდა მეცხოველეობის სფეროში. გლავაცკიმ თავი ცნო დამნაშავედ და აღიარა, რომ მეცხოველეობაში არსებული მავნებლური ორგანიზაციის შესახებ მათ ესაუბრებოდა საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის ვეტერინარიის განყოფილების აწ დახვრეტილი უფროსი კუტუბიძე.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან