გოლოვანოვი დიმიტრი მიხეილის ძე (1892)

  • დაბადების თარიღი: 1892 წ.
  • დაბადების ადგილი: რუსეთი, ნიჟნი ნოვგოროდის გუბ., ქ. ბალახნი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლს გაცილებული
  • სოციალური წარმომავლობა: წარმოშობით ვაჭრების ოჯახიდან
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ენგურქაღალდმშენის მთავარი ინჟინერი
  • პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1919 წლიდან; გაირიცხა დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

  • ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ორგანიზაციის წევრი, რომელიც მოქმედებდა ქაღალდის წარმოებაში და მასში 1936 წლიდან ჩაითრია ამ ორგანიზაციის წევრმა, ენგურქაღალდკომბინატის მშენებლობის უფროსმა ვ. კ. ვიქტოროვმა. მისი დავალებით გოლოვანოვი ეწეოდა კ/რ მავნებლურ საქმიანობას ენგურქაღალდკომბინატის მშენებლობაზე და ამ მიზნის განახორციელებლად ჩაითრია ინჟინერ-ტექნიკოსთა პერსონალის ჯგუფი.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ვასილევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-9, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან