ელიავა გიორგი გრიგოლის ძე (1892)

  • დაბადების თარიღი: 1892 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, საჩხერე
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: უმაღლესი. პროფესორი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით პროფესორ-ბაქტერიოლოგი. ქ. თბილისის ბაქტერიოლოგიისა და ბაქტერიოფაგის ინსტიტუტების დირექტორი.
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. № 5

  • ბრალად ედება: საქმის მასალებიდან არ ჩანს, თუ რა გახდა გ. გ. ელიავას პასუხისგებაში მიცემის მიზეზი. როგორც გ. გ. ელიავას ჩვენებიდან ჩანს, 1918 წელს თბილისში იგი გადაიბირეს საჯაშუშოდ საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ. ელიავა აგროვებდა და გადასცემდა მათ ინფორმაციას ქართველი ხალხის განწყობის და საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფრანგული გავლენის შესახებ. როგორც ჩანს ელიავას ჩვენებებიდან, 1924 წ. წითელ არმიაში საჯაშუშოდ მან გადაიბირა ქართული დივიზიის პოლკოვნიკი, ალექსანდრე მოსიძე, ფსევდონიმით „ამო’’, რომლისგანაც ელიავა იღებდა მასალას საბჭოთა არმიის სტრუქტურასა და სიძლიერეზე, რისთვისაც თითო მოხსენებაში უხდიდა მას ანაზღაურების სახით 500- 600 მანეთს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ელიავამ საფრანგეთის დაზვერვის წარმომადგენლის დავალებით კავშირი დაამყარა ბუდუ მდივანთან და კარპე მოდებაძესთან, რომელთაგანაც იგი სისტემატურად იღებდა ინფორმაციას ქართული ნაციონალისტური ცენტრის საქმიანობის შესახებ. ელიავა თავის ჩვენებებში ამბობს, რომ ინგლისური დაზვერვის დავალებით იგი ატარებდა დივერსიულ საქმიანობას და ახალ წევრებს იბირებდა საჯაშუშოდ ინგლისური დაზვერვის სასარგებლოდ. როგორც გ. გ. ელიავა 1937 წლის 7-9 ივნისის დაკითხვაზე აჩვენებს, ბუდუ მდივანი შეუთანხმდა მას ომის დროს საბჭოთა არმიის საწინააღმდეგო დარტყმისას ბაქტერიოლოგიის გამოყენებაზე და გააფრთხილა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მას დაუკავშირდებოდა მიხეილ ოკუჯავა. ელიავას თქმით, 1935 წელს, ბუდუ მდივანმა შესთავაზა მას, რომ ბაქტერიული მიკრობების საშუალებით მოეწყოთ ტერაქტი ბერიას წინააღმდეგ, მაგრამ ელიავამ ამაზე უარი უთხრა.
  • გამსამართლებელი ორგანო: საქართველოს სსრ-ს უმაღლესი სასამართლოს სპეციალური სესია, მონაწილეობდნენ: ისაკაძე, ტატუზოვი, ჩხეტიანი, ჯაფარიძე
  • მუხლი: 58-6, 58-1-ა, 58-8, 58-9, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

1919 წელს გ. გ. ელიავა ჩავიდა პარიზში, პასტერის ინსტიტუტში სპეციალობის სრულყოფისთვის, საიდანაც 1931 წელს დაბრუნდა საქართველოში. საქმეში არ არის ჩართული გ. გ. ელიავას საქმეზე საბრალდებო დასკვნის ასლი. გ. გ. ელიავასთან მიმართებაში სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები საქმეში არ ფიგურირებს, მაგრამ არის ცნობა, რომ მას დახვრეტა მიუსაჯეს. რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 22.08 -1957 წლის განჩინებით საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.