ზლატმანი იოსიფ სამუილის ძე (1907)

  • დაბადების თარიღი: 1907 წ.
  • დაბადების ადგილი: ოდესის ოლქი, სოფ. ოვდოპოლი, უკრაინა
  • ეროვნება: ებრაელი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თბილისის სატელეფონო ავტომატური სადგურის დირექტორის მოადგილე

  • ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციისა, სადაც 1936 წელს გადაიბირეს ხალხის მტერმა უჩანეიშვილმა და თბილისის სატელეფონო ავტომატური სადგურის დირექტორმა, რეპრესირებულმა მიხეილ ქავჟარაძემ. აქტიურად ეწეოდა მავნებლობას თბილისის სატელეფონო ავტომატურ სადგურში. წაყენებულ ბრალდებებში თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: შევარდნაძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან