თრდატიანი სარქისი გასპარის ძე (1899)

  • დაბადების თარიღი: 1899 წ.
  • ეროვნება: სომეხი
  • განათლება: საშინაო განათლებით
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თბილისის ფეხსაცმელების ფაბრიკის დირექტორი. თბილისის საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე.
  • პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ)-ს რიგებიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის წევრი. კ/რ ორგანიზაციაში იბირებდა ახალ წევრებს. პირადად გადაიბირა სეროპიანი. ხელს აფარებდა ხალხის მტრების, შლატერისა და შენდეროვის მავნებლურ საქმიანობას. სეროპიანს დაავალა კ/რ ორგანიზაციაში ახალი წევრების გადაბირება. აგრეთვე ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ქ. თბილისის ენერგომეურნეობაში. თავი ცნო დამნაშავედ შლატერისა და შენდეროვის მიერ ჩადენილი მავნებლური საქმიანობის დაფარვაში. არ აღიარა მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციასთან კავშირი და კ/რ საქმიანობა. მხილებულ იქნა ჩახვაძის, სეროპიანის, სალუქვაძის, კიღურაძის, ჭავჭავაძის ჩვენებებით და აგრეთვე დაპირისპირების ოქმებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლეჟნევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან