იმნაიშვილი სამსონ ევსევის ძე (1902)

  • დაბადების თარიღი: 1902 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ლანჩხუთი, სოფ. შუხუთი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: მუშა
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში - 1924 წლიდან დაპატიმრებამდე. უკანასკნელი თანამდებობა - საქართველოს სამობილიზაციო ოლქის სამმართველოს ხელმძღვანელი. წოდება - პოლკის კომისარი.
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1919 წლიდან დაპატიმრების დღემდე; პარტიიდან გარიცხეს კლასობრივი სიფხიზლის დაკარგვისა და ხალხის მტრებთან კავშირის გამო.

  • ბრალად ედება: 1928 წლიდან იყო წევრი არალეგალური სამხედრო კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელსაც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას, საქართველოს გამოყოფას სსრკ-ს შემადგენლობიდან, და ე.წ. საქართველოს "დამოუკიდებელი" ბურჟუაზიული "დემოკრატიული" სახელმწიფოს შექმნას, ერთ-ერთი ფაშისტური სახელმწიფოს პროტექტორატით. როგორც წევრი აღნიშნული ორგანიზაციისა, ს.ა. იმნაიშვილი ეწეოდა აქტიურ კონტრრევოლუციურ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო სკპ(ბ) და საბჭოთა ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის, მუშათა და გლეხთა წითელი არმიის დასუსტებისაკენ. კონტრრევოლუციური საქმიანობით დაკავშირებული იყო რიგ კონტრრევოლუციონერ ტროცკისტებთან და იბირებდა ახალ წევრებს არალეგალურ კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ ორგანიზაციაში.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-8, 58-11. 58-1-ბ.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან