ლაზარევი სერგეი ივანეს ძე (1905)

  • დაბადების თარიღი: 1905 წ.
  • სახელის ვერსიები: ლაზარევი სერგეი ისრაელის ძე
  • დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი, საქართველო
  • ეროვნება: ასირიელი
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: "საქართველოს მინერალური წყლების" ჩამომსხმელი ქარხანის თანამშრომელი.
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბორჯომი, საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: 1937 წელს გაირიცხა საკავშირო კპ(ბ)-ს რიგებიდან ტროცკისტული საქმიანობისათვის.

  • ბრალად ედება: რომ იყო არალეგალური კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, კავშირი ჰქონდა ტროცკისტული ჯგუფის ხელმძღვანელებთან ლადო ციცქიშვილთან და კუპრაძესთან, რომელთა დავალებითაც ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას, კერძოდ, ჩაშალა ლურსმნების დროული მიწოდება რითაც გამოიწვია პროდუქციის ყუთების დამზადების კრიზისი.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მანდენოვი, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან