ლარიონოვი ივანე გიორგის ძე (1903)

  • დაბადების თარიღი: 1903 წ.
  • დაბადების ადგილი: თეთრიწყაროს (აღბულახი) რ-ნი, დაბა მანგლისი, საქართველო
  • ოჯახური მდგომარეობა: უცოლშვილო
  • ეროვნება: რუსი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სამხრეთ ოსეთის მიწის დაგეგმვის სახალხო კომისარიატის აგრონომი
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. სტალინირი (ცხინვალი), საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ იყო წევრი მემარჯვენე კ/რ არალეგალური ორგანიზაციისა და ამ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა მავნებლობას სოფლის მეურნეობის დარგში. ამ ორგანიზაციაში გადაიბირა საბჭოთა ხელისუფლებისა და პარტიის მიერ გატარებული ღონისძიებებით გამოწვეული უკმაყოფილების ნიადაგზე 1936 წლის სექტემბერში ვასილ ხუბაევმა. მისი დავალებით ადგენდა შესასრულებლად შეუძლებელ გაზრდილ გეგმებს და გზავნიდა კოლმეურნეობებში. ზემდგომ ცენტრალურ ორგანოებში აგზავნიდა ნათესების შესრულების აღრიცხვის ფიქტიურ შედეგებს და შეცდომაში შეჰყავდა ისინი. ვასილ ხუბაევის დავალებით ორი ტრაქტორი გაგზავნა სოფ. იკოთში, როგორც მთის რელიეფისთვის განკუთვნილი, და ისინი მალე გამოვიდა მწყობრიდან. უკანონოდ ინახავდა ნაგანს. წაყენებულ ბრალდებებში თავი დამნაშავედ ცნო.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: გაგუა, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან