ლუნკევიჩი სერგო მიხეილის ძე (1890)

  • დაბადების თარიღი: 1890 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ქ. თბილისი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: აზნაური
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის რკინიგზის საგზაო სანიტარიული ნაწილის ინსპექტორი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • დაპატიმრების თარიღი: 02/10/1938 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1. იყო და აქტიურად მუშაობდა ანტისაბჭოთა ტროცკისტულ, დივერსიულ, მავნებლურ ორგანიზაციაში, რომელიც არსებობდა ამიერკავკასიის რკინიგზის საგზაო სანიტარიულ ნაწილში და რომლის დავალებითაც ეწეოდა გადაბირებით და ანტისაბჭოთა აგიტაციას. 2. ანტისაბჭოთა ორგანიზაციის დავალებით მავნებლობდა, შლიდა ამიერკავკასიის რკინიგზაში სამკურნალო დაწესებულებების მუშაობის სისტემას. 3. იყო საქმის კურსში ანტისაბჭოთა ორგანიზაციის მიერ მომზადებული მასობრივი ბაქტერიოლოგიური დივერსიის შესახებ ამიერკავკასიის რკინიგზაზე საბჭოთა კავშირსა და ფაშისტურ სახელმწიფოებს შორის ომის შემთხვევაში
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კისელევსკი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ჩამომავლობით არისტოკრატიული გვარიდან, ჰყავს ნათესავები ლატვიაში, საკუთარი ლაბორატორიის ყოფილი მფლობელი, ძმა, რეპრესირებულია კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის. 1914-1917 წლებში მსახურობდა სამხედრო ექიმად მეფის არმიაში.