მაისურაძე პავლე ბაგრატის ძე (1901)

  • დაბადების თარიღი: 1901 წ.
  • დაბადების ადგილი: ასპინძის რაიონი, სოფ. ზემო თმოგვი, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ასპინძის მილიციის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელი
  • პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი; პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1936 წლიდან იყო წევრი კ/რ ტროცკისტული, მეამბოხე და ტერორისტულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც გეგმავდა საქართველოს სსრ-ში საბჭოთა ხელისუფლების დამხობას სკკპ(ბ)-ს და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერორის გზით. საბჭოთა კავშირის ეკონომიკის და სამხედრო ძლიერების შესუსტების მიზნით ეწეოდა მეამბოხე ჯგუფების ორგანიზებას და მავნებლობას სახალხო მეურნეობის ყველა სფეროში. ზანდაროვის და ი. ბერიძის პირდაპირი ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ხოლოპოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-10, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

თავი დამნაშავედ ცნო. მხილებულია კ/რ საქმიანობაში თანამონაწილეთა: ა. სასულიერო კულტის ყოფილი მსახური. 1919 წლიდან 1921 წლამდე მსახურობდა მენშევიკურ გვარდიაში.