მალაყმაძე შაბან ახმედის ძე (1904)

  • დაბადების თარიღი: 1904 წ.
  • დაბადების ადგილი: ბათუმის რაიონი, სოფ. ჩიქუნეთი, საქართველო, აჭარა
  • ეროვნება: ქართველი (აჭარელი)
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი; ანკეტაში წერია -დეკლასირებული".
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: გაურკვეველი საქმიანობის.
  • საცხოვრებელი ადგილი: ბათუმის რაიონი, სოფ. ჩიქუნეთი, საქართველოს ასსრ, აჭარის ასსრ
  • პარტიულობა: ალკკ წევრი 1925-1934წწ.

  • დაპატიმრების თარიღი: 02/08/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1) 1934 წელს, მკვლელობის ჩადენის შემდეგ, გაიქცა, შექმნა ბანდა და დაპატიმრებამდე ყაჩაღობდა ქ. ბათუმში; 2) 1935 წლიდან იყო ერთ-ერთი უცხო ქვეყნის დაზვერვის აგენტი, ასრულებდა ჯაშუშურ-დაზვერვითი ხასიათის დავალებებს; უცხო ქვეყნის დაზვერვისგან მიიღო დავალება შინსახკომის თანამშრომლის მოტაცებისა და საზღვარგარეთ გაყვანის შესახებ და ამ დავალების შესასრულებლად ჩაატარა გარკვეული ღონისძიებები; 3) 1936 წელს, თურქეთში, კავშირი დაამყარა `აჭარისტანის განთავისუფლების კომიტეტის” წევრ მოლა იხვან ღოღობერიძესთან და ასრულებდა მის დავალებებს აჭარაში მეამბოხე საქმიანობასთან დაკავშირებით. დაუკავშირდა აჭარაში მოქმედ კონტრრევოლუციურ მეამბოხე ორგანიზაციას, რომლის მიზანიც იყო აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და აჭარის თურქეთთან მიერთება, რითაც უღალატა სამშობლოს; 4) 1934 წლიდან სისტემატურად იყო დაკავებული იარაღის კონტრაბანდით; 5) 1934 წლიდან 1937 წლამდე სისტემატურად არღვევდა სახელმწიფო საზღვარს, არალეგალურად გადადიოდა თურქეთში. თავი ძირითადად დამნაშავედ ცნო.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: აბაჯი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
  • მუხლი: 58-1-ა, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან