მალზამი ივანე ივანეს ძე (1891)

  • დაბადების თარიღი: 1891 წ.
  • დაბადების ადგილი: ოდესის ოლქი, ბერეზოვკის რ-ნი, უკრაინა
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი, ჰყავს 4 შვილი.
  • ეროვნება: გერმანელი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი; განკულაკებული
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე მუშაობდა შავ მუშად სალიბაურის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში.
  • საცხოვრებელი ადგილი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური,საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ, ჩაის საბჭოთა მეურნეობის საერთო საცხოვრებელი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • დაპატიმრების თარიღი: 07/03/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1) იყო კონტრრევოლუციური, ფაშისტური, მეამბოხე-ტერორისტული, მავნებლური და ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი და ეწეოდა აქტიურ კონტრრევოლუციურ საქმიანობას ამ ორგანიზაციაში; 2) გერმანელებს ამზადებდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყებისთვის, ასევე კომპარტიის და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განხორციელებისთვის; 3) ემზადებოდა კომპარტიის და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განხორციელებისთვის; 4) გერმანელებს შორის ატარებდა აქტიურ ფაშისტურ აგიტაციას, ამხედრებდა მათ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ამავდროულად ადიდებდა ფაშისტურ წყობას გერმანიაში. თავი დამნაშავედ ცნო.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: გუბანოვი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
  • მუხლი: 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან