მჭედლიშვილი გიორგი კონსტანტინეს ძე (1905)

  • დაბადების თარიღი: 1905 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში 1923 წლიდან; გაირიცხა 1937 წლის აპრილს. დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ავტოჯავშან-სატანკო შეიარაღებული ძალების სატანკო ბატალიონის 203-ე განყოფილების შტაბის უფროსის თანაშემწე; წოდება - კაპიტანი.
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; გაირიცხა საკავშირო კპ(ბ)-ის რიგებიდან კ/რ ტროცკისტული საქმიანობის გამო.

  • ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ინდივიდუალური ტერორის, მავნებლური და დივერსიული აქტების განხორციელებას, რაც მიმართული იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობისა და საბჭოთა კავშირში კაპიტალიზმის რესტავრაციისკენ. ამ კ/რ ორგანიზაციაში მჭედლიშვილი, ხალხის მტრის პეტრე აღნიაშვილის წინადადებით, შევიდა 1935 წ. აპრილში, ეწეოდა აქტიურ საქმიანობას და ამუშავებდა პირადი შემადგენლობის რიგ წევრებს მათი კ/რ სამხედრო ორგანიზაციაში ჩათრევის მიზნით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მაგალიანი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-8, 58-10, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან