მჭედლიძე ლეონიდე ვლადიმერის ძე (1901)

  • დაბადების თარიღი: 1901 წ.
  • დაბადების ადგილი: ბაღდათის (მაიაკოვსკი) რ-ნი, სოფ ობჩა, საქართველო
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით ზეინკალი; ბაღდათის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
  • საცხოვრებელი ადგილი: ბაღდათის (მაიაკოვსკი) რ-ნი, სოფ ბაღდათი, საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1926 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს 1931 წელს კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციისადმი კუთვნილებისათვის, მეორედ გარიცხეს 1937 წელს დაპატიმრებამდე.

  • ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი კ/რ დივერსიულ- მავნებლური, ტერორისტული ორგანიზაციისა, რომელიც არსებობდა ბაღდათის რაიონში 1937 წლის იანვრიდან. მას ხელმძღვანელობდა უკვე დაპატიმრებული ხალხის მტერი, საქართველოს კპ(ბ) ბაღდათის რაიკომის ყოფილი მდივნი ვ.ი. დუმბაძე. მისი დავალებებით ეწეოდა მავნებლობას რაიონის სოფლების კოლმეურნეობაში. ყოველთვის მალავდა ახალ სტალინურ საკოლმეურნეო წესდებას. ეწეოდა ძირგამომთხრელ და მავნებლურ საქმიანობას.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კალაძე, მონაწილეობდნენ: გოგლიზე, წერეთელი, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან