პუტილოვი მიხეილ ნიკოლოზის ძე (1900)

  • დაბადების თარიღი: 1900 წ.
  • დაბადების ადგილი: რუსეთი, ქ. ასტრახანი ეროვნება
  • სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველოს სამობილიზაციო ნაწილის უფროსი. წოდებით - ბატალიონის კომისარი.
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი, კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, ჯაშუშური, სამხედრო ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომში, 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. პუტილოვი იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში მოქმედი კ/რ ტროცკისტული სამხედრო ორგანიზაციის აქტიური წევრი. ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა კ/რ მავნებლურ საქმიანობას სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველოში. 3. კ/რ ტროცკისტული სამხედრო ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრის, ინგლისის სადაზვერვო სამსახურის აგენტის, დავალებით ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას სსრკ-ს წინააღმდეგ. პუტილოვმა აღიარა, რომ ეკუთვნოდა კ/რ ტროცკისტულ სამხედრო ორგანიზაციას და ეწეოდა კ/რ აგიტაციურ- მავნებლურ საქმიანობას. არ აღიარა, რომ ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მომხსენებელი: კერვალიშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან