ფოფხაძე პალადი ტარასის ძე (1901)

  • დაბადების თარიღი: 1901 წ.
  • დაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი, სოფ. ბარეული, საქართველო
  • სოციალური წარმომავლობა: სასულიერო წოდების
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრების დროისათვის უმუშევარი. უკანასკნელი თანამდებობა - გურჯაანის რაიონის სამოქალაქო რაიონული სამხედრო კომიტეტის სამობილიზაციო ნაწილის მეთაური; წოდება - უფროსი ლეიტენანტი.
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს ყოფილი წევრი 1928 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს 1936 წელს სოციალური წარმომავლობის დამალვისათვის.

  • ბრალად ედება: რომ 1935 წელს გადაბირებულ იქნა საქართველოს სამობილიზაციო ოლქის სისტემაში არსებულ არალეგალურ სამხედრო კ/რ ორგანიზაციაში ამ ორგანიზაციის აქტიური წევრის, საქართველოს სამობილიზაციო ოლქის სამმართველოს სამობ. ნაწილის ყოფილი უფროსის, საპანაძის მიერ. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო. ფოფხაძის კუთვნილება კ/რ-რი ორგანიზაციისთვის დადასტურებულია დ. მ. მეტონიძის ირიბი ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან