ღვინიაშვილი ვასილ გიორგის ძე (1901)

  • დაბადების თარიღი: 1901 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, გორის რაიონი, სოფ. მეჯვრისხევი
  • ეროვნება: ქართველი ხელოსანთა ოჯახიდან
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში1923 წლიდან. დაპატიმრებამდე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის სამხედრო კომენდანტი
  • პარტიულობა: სკპ(ბ) წევრი 1925 წლიდან. გარიცხეს აღნიშნული საქმის გამო.

  • ბრალად ედება: 1929 წლიდან არის კონტრრევოლუციური, არალეგალური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას, საქართველოს გამოყოფას საბჭოთა კავშირიდან და ე.წ. „დამოუკიდებელი“, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმანს ერთ-ერთი ფაშისტური სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ და როგორც წევრი ამ კონტრრევოლუციური ორგანიზაციისა, მუშათა და გლეხთა წითელი არმიის საქართველოს ნაწილებში ეწეოდა მავნებლობას პარტიული და პოლიტიკური საქმიანობისას, რათა შეესუსტებინა მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერე და ეწეოდა ახალი წევრების გადაბირებას ამ ორგანიზაციაში. მხილებულია ნ.კ. ბლუაშვილისა და გ.ა. კვირაიას ჩვენებების საფუძველზე. თავი დამნაშავედ არ ცნო
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან