ღია სია:პირობები

ახალი სტატიის დამატება

მანამდე სანამ შეეცდებით სტატიის ჩასწორებას ან ახლის შექმნას, უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე, მიუთითოთ და დაამოწმოთ თქვენი ელექტრონული მისამართი.

თუ თქვენ ღია სიებში ვერ იპოვეთ პოლიტიკური რეპრესიების გამო დაზარალებული თქვენთვის ცნობილი ადამიანის გვარი, შეგიძლიათ გახსნათ ახალი გვერდი, რომელზეც იქნება როგორც ფორმულარი, ასევე მინდორი ბიოგრაფიისა და სტატიისათვის. ჩვენი თხოვნაა, გადაამოწმოთ და დარწმუნდეთ იმაში, რომ პიროვნება არ არის ზემოთხსენებული სიის ანბანურ საძიებელში.გახსოვდეთ, რომ ერთი ასოს შეცვლა პიროვნების მამის სახელში ხელს შეგიშლით ძიებაში.

ახალ გვერდის შესაქმნელად თქვენ უნდა შევიდეს ადამიანის დამატება გვერდში საჭიროა პირის გვარის, სახელის, მამის სახელის,(დაბადების წელის) მითითება მოცემული თანმიმდევრობით (ნიმუშისათვის: თვალთვაძე შალვა აქვსენტის ძე (1897)). ახალი სტატიის შექმნისას თქვენ სრულად უნდა გამოიყენოთ ინფორმაცია, რომელსაც ფლობთ პიროვნების შესახებ ანკეტური მონაცემების ფორმულარის შესაბამისად.

ანკეტური მონაცემების ჩასწორება

მანამ სანამ შეეცდებით სტატიის ჩასწორებას ან ახლის შექმნას, უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე, მიუთითოთ და დაამოწმოთ თქვენი ელექტრონული მისამართი.

თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სიაში არსებული ანკეტური მონაცემები არასწორია ან არასრული და საჭიროდ თვლით ცვლილების შეტანას მასში,სტატიის სათაურიდან მარჯვნივ დაჭირეთ ღილაკს «შესწორება». გახსნილ ფანჯარაში შესაძლებელი იქნება თქვენთვის ცნობილი მონაცემების შეტანა პერსონის აღმწერ შაბლონში.

თუ თქვენ დარწმუნებული ხართ თქვენი ცნობების სიზუსტეში, უმჯობესი იქნება დაწეროთ ბიოგრაფიული ან მემუარული ხასიათის შენიშვნა,რომელსაც განათავსებთ სტატიის ქვემო ნაწილში.

ცვლილებათა დასამოწმებლად აუცილებლად დაგჭირდებათ სქოლიოები თქვენი წყაროების მითითებით: იქნება ეს საარქივო მასალები თუ თქვენს ოჯახში დაცული დოკუმენტები, ხსოვნის წიგნები, გამოკვლევები თუ ვერიფიკაციული ხასიათის დოკუმენტები. სტატიაში პირდაპირ შეგიძლიათ მათი დამოწმება სკანირებული წყაროების თან დართვით.შეგიძლიათ მათი გამოგზავნა შემდეგ მისამართზე info@openlist.wiki.

სტატიის რედაქტირების დასრულების შემდეგ დააჭირეთ   წარწერას: «გვერდის ჩაწერა», რის  შემდეგაც ტექსტი გადაიგზავნება მოდერაციაზე.

ბიოგრაფიული ან მემუარისტული შენიშვნის დაწერა

ამ მინდვრის რედაქტირების  შესაძლებელობა მოგეცემათ იმ შემთხვევაში, თუ დაააჭერთ სიტყვას «შესწორება». იგი განთავსებულია სათაურ «ისტორიის» მარჯვნივ.

ამის შემდეგ შეგეძლებათ თქვენი ტექსტის დაბეჭდვა და შენახვა, სათაურის შეცვლა თქვენი შეხედულებისამებრ, ფოტოსურათებისა და სკანირებული დოკუმენტების დართვა.

პროექტი «ღია სია» შექმნილია მოძრაობა Wikimedia-ს მიერ და მისთვის მოქმედებს ტექსტის და სტატიების გაფორმების წესი Wikipedia- ში.

ტექსტის დამთავრება მიზანშეწოლილია სიმბოლოებით
~~~~

სისტემა ავტომატურად გარდაქმნის თქვენ ხელმოწერას. როდესაც დააჭერთ «გვერდის ჩაწერა»-ს ქვემო მარცხენა კუთხეში, თქვენი ტექსტი მაშინვე საიტზე გამოჩნდება.

გახსოვდეთ, რომ «ღია სია» არ არის ტრიბუნა, სადაც თქვენი პირადი გამოცდილებების და შეხედულებების ტრანსლიაციაა შესაძლებელი.იგი ეძღვნება რეპრესირებულებს და ჩვენი თხოვნა იქნება თავი შეიკავოთ ემოციური განცხადებებისა და მსჯელობისაგან. თქვენ შეგიძლიათ სტატიაში შეიტანოთ პირადი მოგონებანი თქვენს პერსონაჟზე მხოლოდ იმ ქვედანაყოფში, რომელსაც ეწოდება «მოგონებები» და მიუთითოთ თქვენი ნათესაობის ხარისხზე. აუცილებელია მას მიაწეროთ თქვენი სახელის სრული ფორმა.

შენიშვნათა სტრუქტურის შეცვლა

სტანდარტულად შენიშვნა დასათაურებულია როგორც «ისტორია»,მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ სათაური დასაწერი ტექსტის შინაარსის შესაბამისად. ასევე შეგიძლიათ რამდენიმე ქვეთავის/ სათაურის დამატება, თუ შეიტანთ რედაქტირების მინდორში რომელიმე დასახელებას ქვემოთ ჩამოთვლილთაგან.

== ბიოგრაფია ==
== ოჯახი ==
== მოგონებანი ==
== ფოტოსურათები ==
== დოკუმენტები ==
== წყაროები ==
== ლიტერატურა ==

შაბლონი «რეპრესირებული ნათესავები»

თუ თქვენთვის ცნობილია რამდენიმე ადამიანს შორის ნათესაური კავშირების არსებობის შესახებ, რომლებზეც « ღია სიაში» სტატიები ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ დაუმატოთ მათ შაბლონი« რეპრესირებული ნათესავები» სტატიის ქვემო ნაწილში.

{{ შაბლონი: რეპრესირებული ნათესავები=
|ბებიები/ბაბუები
|დედა/ მამა=
|დეიდები/მამიდები/ბიძები=
|ცოლი=
|ქმარი=
|დები/ძმები=
|ბიძაშვილ- მამიდაშვილები=
|ბავშვები=
|დიშვილები და ძმიშვილები=
|შვილიშვილები=
|მონაცემები წყაროების შესახებ=
}}
ნებისმიერ სტრიქონის ხაზზე შეგიძლიათ მიუთითოთ სტატიის პერსონაჟის შესაბამის ნათესავზე, ჩასვათ მონაცემები კვადრატულ ფრჩხილებში მისდამი მიძღვნილი გვერდის დასახელებით, რომელიც, როგორც წესი, შედგება გვარის, სახელის, მამის სახელის და დაბადების წელისაგან. მაგალითად -
|ქმარი=[[სმაგინი ანტონი ზინოვიევის ძე(1859)]]

მიმაგრებული ილუსტრაციები

სტატიაზე გამოსახულების მისამაგრებლად აუცილებელია:

  1. 1) ფაილი გამოსახულებით გადავიტანოთ სტატიის რედაქტირების ზემო მინდორზე;
  2. 2) დავაჭიროთ ,, ფაილის ჩატვირთვა’’-ს, რომელიც ეკრანზე გამოისახება.
  3. 3) კურსორი მივიტანოთ ტექსტის იმ ადგილას , სადაც გვსურს გამოსახულების ჩასმა;
  4. 4) მხოლოდ იმის შემდეგ, როცა გამოსახულების შიფრი დაიწერება სტატიის wiki ტექსტში, შესაძლებელია მისი რედაქტირება ატრიბუტ"thumb-ის ან "right"-ის გამოყენებით(გამოსახულების გაწევა მარჯვნივ), შესაბამისი სიგანის პარამეტრის მიცემა, პიქსელთა რაოდენობის მითითებით და ფოტოზე წარწერის დართვით ბოლოში სიმბოლოს მეშვეობით.’’|’’, მაგალითად:
[[File:a._smirnitskiy.jpg|border|400px|thumb|ალექსანდრე ალექსანდრეს ძე სმირნიტსკი.]]

სადაც "a._smirnitskiy.jpg"-- ფაილის სახელწოდებაა,"400px’’--გამოსახულების სიგანეა, ატრიბუტი, რომლის მეშვეობითაც სურათის მარჯვნივ გაწევაა შესაძლებელი, ხოლო ,,ალექსანდრე ალექსანდრეს ძე სმირნიტსკი“ კი წარწერაა ფოტოზე. თუ თქვენ გნებავთ სტატიას დაურთოთ რამდენიმე გამოსახულება (ფოტოსურათები ან სკანირებული დოკუმენტები) შეგიძლიათ ისარგებლოთ გამოსახულებათა გალერეით,რომლის შესაქმნელად იყენებთ კოდს:

<gallery>
File:სახელწოდება1.jpg|წარწერა1.
File:სახელწოდება2.jpg|წარწერა2.
File :სახელწოდება3.jpg|წარწერა 3.
</gallery> 

სტატიის სტატუსი

რადგან «ღია სიის» რედაქცია მომხმარებელთა მიერ შეტანილი ცვლილებების ჭეშმარიტებაზე ვერ იძლევა გარანტიას, ჩვენ შემოგვაქვს რამდენიმე დისკლეიმერი სტატიის სტატუსის აღსანიშნავად.

სტატია შეცვლილია მომხმარებლის მიერ.

ცნობები არ მტკიცდება დოკუმენტებით და საჭიროებს გადამოწმებას. სტატუსის დემონსტრირება ხდება მაშინ, როცა სტატიაში მომხმარებელს ბევრი ცვლილება შეაქვს. შეტანილი ცვლილებები კი არ არის გამყარებული დოკუმენტებით და საჭიროებს შემოწმებას. შესაძლებელია შაბლონის მოხსნაც, თუ დოკუმენტები, რომლებიც ასაბუთებენ სტატიაში შეტანილ ცვლილებებს ,მიმაგრებულია სტატიაზე ან გამოგზავნილია მისამართზე info@openlist.wiki.

სტატიის შემქმნელი მომხმარებელია. ცნობები არ მტკიცდება შესაბამისი დოკუმენტებით.

ასეთი შაბლონი გამოჩნდება მაშინ, როცა სტატიის ავტორი მომხმარებელია და სტატიაში შეტანილი ცნობები დოკუმენტებით არ არის დამტკიცებული.შაბლონის მოხსნა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დამამტკიცებელი საბუთები თან ერთვის სტატიას ან გამოგზავნილია მისამართზე info@openlist.wiki.

საფიქრებელია, რომ ამ ადამიანის სახელი შეცდომით მოხვდა პოლიტიკური მოტივებით რეპრესირებულთა «ღია სიაში».

შაბლონი «შეცდომით დამატებულნი» გამოჩნდება იმ შემთხვევაში ,თუ არსებობს სერიოზული არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ადამიანის სახელი შეცდომით მოხვდა პოლიტიკური მოტივით რეპრესირებულთა «ღია სიაში». მტკიცებულება უნდა დაერთოს ბიოგრაფიულ შენიშვნას სტატიის ბოლოში.

უმეტესწილად, როგორც წესი, საქმე ეხება გამოგონილ პერსონაჟებს, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობდნენ. ან იმ ხალხზე, რომელთა დევნა არ იყო განპირობებული პოლიტიკური მოტივებით.