შუტოვი ნიკოლაი ფეოდორის ძე (1904)

  • დაბადების თარიღი: 1904 წ.
  • დაბადების ადგილი: პერმის გუბერნია, რუსეთი
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის განსაკუთრებული განყოფილების თანამშრომელი

  • დაპატიმრების თარიღი: 01/31/1938 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1) ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის განსაკუთრებულ განყოფილებაში მუშაობის დროს ირიცხებოდა კ/რ შეთქმულების წევრად, რომელიც გახსნილი და ლიკვიდირებული იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინსახკომის აპარატში. შეთქმულების მიზანი იყო სკპ(ბ)-ს ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ტერორით და ძირგამომთხრელი, დივერსიული, მავნებლური სამუშაოების გზით საბჭოთა კავშირის სიძლიერის შესუსტება, საბჭოთ ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის აღდგენა; 2) მითითებულ კ/რ ორგანიზაციაში 1934 წელს გადაიბირა კ/რ შეთქმულების ხელმძღვანელმა, საქართველოს სსრ-ს შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-5 განყოფილების ყოფილმა უფროსმა, ხალხის მტერმა მაქსიმენკომ. ამ უკანასკნელის დავალებით ეწეოდა მავნებლობას მითითებული კ/რ ორგანიზაციის სასარგებლოდ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ბერიშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან