ჩანტლაძე ლეონიდე ვახტანგის ძე (1901)

  • დაბადების თარიღი: 1901 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ჩოხატაური, სოფ. ერკეთი
  • ეროვნება: ქართველი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ინჟინერ-გეოლოგი ამიერკავკასიის გეოლოგიურ ტრესტში
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, გრიბოედოვის ქ. # 27
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი

  • დაპატიმრების თარიღი: 11/04/1936 წ.
  • ბრალად ედება: რომ შეუერთდა კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ ორგანიზაციას 1926 წელს; 1929 წელს იყო საქართველოს კონტრრევოლუციური ტროცკისტული ცენტრის წევრი და მას შემდეგ, რაც იყო რეპრესირებული, თვალთმაქცურად დაბრუნდა სკკპ (ბ) რიგებში, თუმცა აგრძელებდა ტროცკისტულ პოზიციაზე ყოფნას. ჰქონდა კავშირი კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრებთან ჭაჭელაშვილთან, ღოღობერიძესა და სხვებთან. დაპატიმრებულია 04.11-1936 წ. გასამართლებულია სსრკ უზენაესი სასამართლოს სპეციალური სესიის მიერ.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია
  • მუხლი: 17-58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

წარსულში: ტროცკისტი. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 09.08-1957 წლის განჩინებით N4н-01781/57 საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.