ჩახალოვი გრიგოლ სარქისის ძე (1904)

  • დაბადების თარიღი: 1904 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე, საქართველო
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ბორჩალოს რაიონის მომარაგების კომიტეტის რწმუნებული
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. მარნეული, საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი 1926 წლიდან, პარტიიდან გარიცხულ იქნა როგორც ხალხის მტერი

  • ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ორგანიზაციაში ჩაბმული ალ. ცეხაძის (სკპ (ბ) რაიკომის მდივანი) მიერ. იყო ორგანიზაციის აქტიური წევრი, შაუმიანის სოფ.საბჭოში კ/რ საქმიანობისთვის შემოიკრიბა სოციალურად მავნე და მტრულად განწყობილი ელემენტები. მისი თანამზრახველების, პეტროსიანის და გიოიანის მავნებლობის შედეგად გაწყდა ღორების დიდი რაოდენობა. გლეხებისთვის შეწერილმა გადამეტებულმა გადასახადებმა გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება. ასევე ბეგრავდა იმათ, ვინც არ იყო სოფლის მეურნეობასთან კავშირში.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან