ჩერქეზოვი გრიგოლი პეტრეს ძე (1890)

  • დაბადების თარიღი: 1890 წ.
  • დაბადების ადგილი: რუსეთი, მოსკოვი ოჯახური მდგომარეობა
  • ეროვნება: სომეხი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ვეტერინარული განყოფილების მეორე ქვეგანყოფილების უფროსი, სამხედრო წოდება - პირველი რანგის სამხედრო ექიმი

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. იყო აქტიური მონაწილე კონტრრევოლუციური მეამბოხე-მავნებლური სამხედრო ორგანიზაციისა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ვეტექიმთა შორის. კონტრრევოლუციური ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა გადაბირებით საქმიანობას. ბრალდებულმა თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია 3 მოწმის ჩვენების საფუძველზე.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კერვალიშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ბ, 58-7, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან