აბაშიძე რომან გრიგოლის ძე (1914)
- დაბადების თარიღი: 1914 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ზესტაფონი, სოფ. საქარა
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- განათლება: საშუალო ზოგადი და სამხედრო განათლებით.
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში - 1934 წლიდან; დაპატიმრებამდე - თბილისის სამხედრო სასწავლებლის ოცეულის მეთაური; წოდება ლეიტენანტი.
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის, რომელმაც 1934 წლის 1 დეკემბერს განახორციელა ამხ. ს.მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში(1934-37 წწ). ამზადებდა ტერაქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. 2. 1937 წლის დასაწყისიდან შედიოდა კ/რ ორგანიზაციაში, რომელიც არსებობდა თბილისის სამხედრო სასწავლებელში და რომელიც მიზნად ისახავდა მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერის შესუსტებას. 3. თბილისის სამხედრო სასწავლებლის უფროსის ყოფილი მოადგილის, ხალხის მტრის, ჭავჭანიძის დავალებით ეწეოდა კ/რ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო წითელი არმიის კადრების მომზადების ჩაშლისკენ. 4. სრულად იზიარებდა სამშობლოს მოღალატის, მიხეილ ჭავჭანიძის კ/რ ნაციონალისტურ შეხედულებებს.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ტხორი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-8, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან