ღია სია:პროექტის შესახებ
«ღია სია» აქვეყნებს ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, რომლებიც რეპრესირებულნი იყვნენ სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური მოტივებით 1917 წლის ოქტომბრიდან 1991 წლის ჩათვლით.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი გვაშორებს მომხდარ მოვლენებს, ჩვენ მაინც არ ძალგვიძს დაზარალებულთა სრული სიების წარმოდგენა, ან მეტ- ნაკლებად ზუსტი ციფრების დასახელება.არც ესაა შემთხვევითი. ბევრ მათგანს ნათესავები არ დარჩა და მათ შესახებ ოფიციალური მონაცემებიც აღარ არის შენარჩუნებული. ხსოვნა ამ ტრაგიკული მოვლენების შესახებ დავიწყებას ეძლევა და ნელ- ნელა იკარგება მაშინ, როცა ბევრთა სახელი არც კი გამომზეურებულა და მათი ისტორიაც ჯერ არავის მოუყოლია.
«ღია სიების» მონაცემთა ბაზებში შევეცადეთ თავი მოგვეყარა ჩვენთვის ცნობილი გვარების უდიდესი ნაწილისათვის. ვესწრაფვით რა მათ გამოქვეყნებას საჯარო სივრცეში ოფიციალურ წყაროებთან შეჯერებული და გადამოწმებული «ანკეტური მონაცემებით» (დაბადების წელი და ადგილი, დაპატიმრების მიზეზი) ვიმედოვნებთ,რომ სტატიები შეივსება ბიოგრაფიებითა და მოგონებებით.
შეცდომების გასწორება და ბაზაში ახალი მონაცემების შეტანა არ გახლავთ იოლი საქმე. ვიმედოვნებთ, რომ გამოჩნდებიან მოხალისე რედაქტორები და უბრალოდ მოხალისეები.ჩვენ ვაზუსტებთ სიებს, ანკეტურ მონაცემებს,ვამატებთ ახალ სახელებსა და ისტორიებს.
«ღია სიის»მონაცემთა ბაზა დაეფუძნება ინფორმაციის თავისუფალი გაცვლისა და გამოქვეყნების პრინციპს. ხსოვნა, ჩვენი ცოდნა რეპრესიების შესახებ, განპირობებულია საზოგადოებრივი ინტერესით და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მის გავრცელებაზე რაიმე შეზღუდვის დაწესება.