ღია სია:ძებნა არქივში
არქივთან წვდომა: თბილისში არსებობს რამდენიმე არქივი, სადაც მოქალაქეებსა და მკვლევარებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია, კონკრეტული პიროვნების, ქუჩის, ქალაქის, სოფლის და კონკრეტული პერიოდის შესახებ. მათ ვისაც აინტერესებს რეპრესირებულთა საქმეები შესაძლებელია მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს. 90- იან წლებში მომხდარი ხანძრის შედეგად დაიწვა 210 000 საარქივო ერთეული. 2005 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სუკ-ის არქივები გაერთიანდა.
დოკუმენტების დასახელება : შინაგან საქმეთა სამინისტროს , მოდულის არქივში ინახება 1922-1924 წლის აჯანყების, ცივი ომის, დისიდენტური მოძრაობის, 1956 წლის 9 მარტის მოვლენების, „მეგრელთა საქმის“ დოკუმენტები. ასევე სისხლის სამართლის დოკუმენტები, „სამშობლოს ღალატის“ , „პოლიტიკური“, კოლეგების, პრეზიდიუმის, დახვრეტილთა საქმეები და სხვა დოკუმენტები. ყველა სისხლის სამართლის დოკუმენტი ინახება თბილისში.
ინფორმაციის მიღება : საარქივო დოკუმენტებთან წვდომა არის თავისუფალი. ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ელექტრონულად ან ადგილზე მისვლით სერვისები, საქმის სანახავად და გასატანათ საჭიროა თანხის გადახდა, ტარიფები მითითებულია საიტზე აქ. მოქალაქეს, რომელსაც სურს ინფორმაციის მიღება კონკრეტულ პიროვნებაზე საჭიროა წარადგინოს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი ნათესაური კავშირის შესახებ ან ნათესავების მხრიდან ნებართვა ინფორმაციის გაცემის შესახებ.