აბრამიანი ხორენ არუთიუნის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ნახიჩევანი, აზერბაიჯანის სსრ
- ეროვნება: აზერბაიჯანელი
- სოციალური წარმომავლობა: მრეწველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 76-ე სომხური დივიზიის სამხედრო ხელმძღვანელი; წოდება - ბრიგადის კომიარი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) პარტიის წევრი 1919 წლიდან, პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი კ/რ სამხედრო, ტროცკისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01/12/1934 წელს განახორციელა ს. მ. კიროვის მკვლელობა და შემდგომში მოამზადა ტერაქტები სკკპ-სა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. 1929 წ-დან 1935 წ-მდე იყო კ/რ ტროცკისტული შეიარაღებული ორგანიზაციის აქტიური წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ხოლო 1935 წ-დან დაპატიმრების დღემდე იყო კ/რ ნაციონალისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი 76-ე სომხურ დივიზიაში, რომელიც მიზნად ისახავდა შეიარაღებული გადატრიალების მოხდენას, საბჭოთა ხელისუფლების დამხობასა და საბჭოთა კავშირიდან სომხეთის გამოყოფას. თვითონ პირადად და სხვების დახმარებით ეწეოდა ფართო კ/რ დამუშავებას დივიზიის სამხედრო ნაწილებში და კ/რ ნაციონალისტურ და კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში გადაიბირა მრავალი სამეთაურო და პოლიტიკური პირი.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: ლიფშიცი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-8
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
აგურის ქარხნის თანამფლობლის ოჯახიდან. მოხალისედ მსახურობდა დაშნაკურ არმიაში.